ჩემპიონთა ლიგიდან „ნაპოლი“ 78 მილიონ ევროს მიიღებს

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნილი იტალიური გუნდების („ნაპოლი“, „იუვენტუსი“, „მილანი“) შემოსავალმა 216 მილიონი ევრო შეადგინა – ინფორმაციას Calcio e Finanza აქვეყნებს.

კლუბებმა 15,64 მილიონი ევრო ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობისთვის მიიღეს, რასაც ჯგუფში მიღწეული შედეგებისთვის ბონუსები დაემატა, ამ მხრივ „ნაპოლი“ პირველ ადგილზეა და 15 მილიონზე მეტი დააგროვა. ამავე დროს, გუნდმა დამატებითი თანხები მერვედფინალსა და მეოთხედფინალში გასვლისთვის მიიღო, რაც ჯამში დაახლოებით 78 მილიონი ევროა.

ნახევარფინალში გასული „მილანი“ დაახლოებით 85 მილიონ ევროს მიიღებს, „იუვენტუსი“ კი „მხოლოდ“ 53 მილიონ ევროს დასჯერდა.

შემოსავლის მხრივ რეკორდსმენი „ინტერია“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და უკვე 100 მილიონი ევრო გამოიმუშავა, თუ მილანური გუნდი ფინალში „მანჩესტერ სიტის“ დაამარცხებს და ტიტულს მოიგებს მისი შემოსავალი კიდევ უფრო გაიზრდება.

Calcio e Finanza-ს ცნობით, „მილანისა“ და „იუვენტუსის“ მაჩვენებლები გამოთვლილია იმ ჯარიმების გათვალისწინებით, რომელიც გუნდებს ფინანსური „ფეარ პლეის“ დარღვევისთვის დაეკისრათ.

MegaNews

Surround yourself with angels. In life there will be road blocks but we will over come it. You see that bamboo behind me though, you see that bamboo? Ain’t nothin’ like bamboo. Bless up. They never said winning was easy. Some people can’t handle success, I can. You do know, you do know that they don’t want you to have lunch. I’m keeping it real with you, so what you going do is have lunch. You see that bamboo?