... ... hotnews.ge - კრიმინალი

ჰოსპიტალიზაცია წინასწარ შეთანხმებულ კლინიკებში და ქრთამის სახით აღებული ნახევარ მილიონზე მეტი - გამოვლენილია კორუფციული გარიგება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი დააკავეს, ხოლო უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისთვის ორ პირს ბრალდება წარუდგინეს, - ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. 

"ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის მოადგილე - თ. მ. და ჰოსპიტალიზაციის მენეჯერები - ნ. კ. და რ. ც., თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, კორუფციულ გარიგებაში შევიდნენ სააქციო საზოგადოება "ვიანის" წარმომადგენელ ნ. ჟ-სა და მ. ხ-სთან და, სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში შესული მოთხოვნის საფუძველზე, პაციენტთა ელექტრონული მართვის პროგრამაში ხელოვნური ჩარევით, ავადმყოფთა გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას ახდენდნენ არა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ სააქციო საზოგადოება "ვიანისადმი" დაქვემდებარებულ კლინიკებში.

აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში, სამედიცინო დაწესებულებებში რამდენიმე ათასი პაციენტის გადამისამართების სანაცვლოდ, ნ. კ-მ, რ. ც-მ და თ. მ-მ კლინიკებისაგან ქრთამის სახით მიიღეს, ჯამში, 532 126 ლარის ოდენობის ფულადი თანხა.

თავის მხრივ, კლინიკების წარმომადგენელმა, ნ. ჟ-მ მოხელეთათვის ქრთამის მიცემის გზით, პაციენტების მოზიდვისათვის ბონუსის სახით მიიღო 149 010 ლარის, ხოლო მ. ხ-მ 76 771 ლარის შემოსავალი", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ", მესამე ნაწილის "ე" ქვეპუნქტითა და 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 15 წლამდე.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

„შენ და შენმა კახპა დედამ დაღუპეთ ჩემი ბავშვობა“ - ოჯახური ტრაგედიის დეტალები

არცთუ დიდი ხნის წინ, შშმ პირების მიმართ, ლამის, მთელს მსოფლიოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო. მეტიც, შშმ პირებს ოჯახის წევრები თითქოს საგულდაგულოდ მალავდნენ, არ სურდათ, ვინმეს გაეგო, რომ ახლობელს, ნათესავს, ან ოჯახის წევრს შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა. საბედნიეროდ, ეს მიდგომა შეიცვალა და ახლა შენობებსაც კი ისე აშენებენ, რომ შშმ პირებზე იყოს მორგებული და ადაპტირებული. ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, სწორედ მაშინ მოხდა, როცა შშმ პირებს დიდად არ სწყალობდნენ.

 

პროკურატურაში ხანში შესული ქალი მივიდა და განაცხადა, რომ მისი დისშვილი გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს, ბიჭი სადარბაზოში იყო მკვდარი და მთავარი ვერსია ის გახლდათ, რომ კიბეზე დაგდებულ მწიფე ხურმაზე ფეხი აუცურდა, თავი ვერ შეიმაგრა და დაცემისას ფუძის ძვალი მოტყდა, რამაც სიკვდილი გამოიწვია.

„ისტორია ძალიან საინტერესოა. ჩემი და, მეუღლესთან ერთად, ავტოავარიის დროს დაიღუპა. ჩემი დისშვილი 13 წლის იყო და მართალია, სტრესი ჰქონდა, მაგრამ შემდეგ მითხრა, რაც მოხდა. მამა გამოუტყდა დედას, რომ სხვა ქალი უყვარდა და მისგან ბავშვს ელოდებოდა, რომ მათგან წასვლას აპირებდა და ჩემმა უბედურმა დამ, გამწარებულ გულზე, ქმარს საჭეზე ხელი აუკრა, მანქანა გზიდან გადავიდა და ბოძს დაეჯახა. დისშვილი უკანა სავარძელზე იჯდა და როგორღაც გადარჩა, და და სიძე კი ერთ დღეს დავასაფლავე. მას შემდეგ, ბავშვი ჩემთან იზრდება, მეც მისი ტოლი ბიჭი მყავს და ერთად გავზარდე. საოცრად ნიჭიერია, სკოლა მედალზე დაამთავრა, უმაღლესი - წითელ დიპლომზე. მამის სახლში გადასვლას ფიქრობდა, შუა ქალაქში, ოთხოთახიანი ბინა დარჩა მშობლებისგან. თანაც, ის ბინა მუდმივად გაქირავებული მქონდა, აღებულ თანხას დისშვილს მთლიანად საბანკო ბარათზე ვუგროვებდი და იმდენი მოგროვდა, რომ მანქანის ყიდვა შეიძლებოდა, მაგრამ მითხრა, ბინა სულ გაქირავებული რომ იყო, კარგად უნდა გავარემონტო, მერე გადავალო. რაც შეეხება იმ სადარბაზოს, სადაც გარდაცვლილი იპოვეს, ესეც არანაკლებ საოცარი ისტორიაა. სამიოდე თვის წინ, ჩემი დისშვილი სახლში გახარებული დაბრუნდა, და ვიპოვეო... ვრცლად სტატია იხილეთ აქ.

იტალიაში, ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, ქალაქ მატერაში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 29 წლის კაცი იტალიაში ლეგალურად ცხოვრობდა და მანამდე ნასამართლევი არ იყო. 20 მარტს პოლიციაში, ქალაქის ცენტრში მდებარე ბუკმეკერული კომპანიის დაყაჩაღების შესახებ შეტყობინება შევიდა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კაცი კომპანიაში სამზარეულოს დანით შეიჭრა და 6 000 ევრო მუქარით წაიღო. ამის შემდეგ კაცი ადგილიდან მიიმალა. საქართველოს მოქალაქის სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ნაძარცვი თანხა იპოვა. გარდა ამისა, სახლთან არსებულ ნაგვის ურნაში იპოვეს ტანსაცმელი, რომლითაც მან კომპანია დააყაჩაღა.

კაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

 

თავდასხმა და დაჭრა საბერძნეთში - დაკავებულია 19 წლის ქართველი - ათენში მომხდარის ახალი დეტალები

19 წლის ქართველი დუმილის უფლებით სარგებლობს. ახალგაზრდა, რომელიც საბერძნეთში პოლიციამ დააკავა, არაფერს ამბობს კონფლიქტის მიზეზებზე, რომლის გამოც ორი ადამიანი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველები კი ყვებიან, რომ ბრალდებული ჯერ ჩაქუჩით დაესხა თავს სკოლის მოსწავლეს და შემდეგ დანით დაჭრა დირექტორი, რომელიც ახალგაზრდის დაცვას ცდილობდა. სასტიკი თავდასხმის მიზეზი სავარაუდოდ ბულინგია, რომლის მსხვერპლიც თავდამსხმელის ძმა იყო. თუმცა ოფიციალური ჩვენება არ არსებობს და ბერძნული მედია მესამე დღეა მხოლოდ დანაშაულის ვერსიებს განიხილავს.

ლისზე სპეცოპერაციის შედეგად 2 ადამიანი დააკავეს

"ფორმულას" ინფორმაციით, ლისზე სპეცოპერაციის შედეგად 2 ადამიანი დააკავეს. საქმე ნარკოდანაშაულს ეხება. გამოძიება ნარკოტიკების უკანონო შეძენა- შენახვის მუხლით დაიწყო.

დეტალები ჯერჯერობით უცნობია.  

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლოს ბოლო სხდომა გადაიდო

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლოს ბოლო სხდომა გადაიდო. მიზეზი თავად ბრალდებულის პროცესზე გამოუცხადებლობა გახდა.

მოსამართლემ გრიგორიადისს სხდომაზე მოსვლა და პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვა.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ სხდომა გადაიდო, გრიგორიადისის მხარდამჭერი აქციაც გაუქმდა.

გამოძიება ლაზარე გრიგორიადისს, პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება. დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცი დაღუპული იპოვეს

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცი დაღუპული იპოვეს.

ის ადგილობრივი, 50 წლამდე ასაკის პირია, რომელიც 6 დამსვენებელთან ერთად, ბურანებით ოშორა-ოთას მონაკვეთზე იმყოფებოდა, რა დროსაც ზვავი მოწყდა და თოვლის მასამ მოიყოლა.

ცხედრის გამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს და ელოდებიან ვერტმფრენს.

რაც შეეხება დამსვენებლებს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე 2 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 2 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი სქემით, ბრალდებულები დაეუფლნენ უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილ დაახლოებით 340 000 ლარს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოქალაქეთა ქონების მოტყუებით დაუფლების განზრახვით, ჩამოაყალიბეს სავაჭრო პლატფორმა, სადაც ფულადი თანხების ინვესტირების მოტივით, უკავშირდებოდნენ ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ვაჭრობაში ვითომდა მოგების მიღების დაპირებებით, თანხები ირიცხებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების კონტროლის ქვეშ არსებულ ანგარიშებზე, რომელსაც შემდგომ ისინი თაღლითურად ეუფლებოდნენ", - წერია განცხადებაში.

გამოძიების პროცესში, ბრალდებულების მმართველობის ქვეშ მყოფ, თბილისში განთავსებული ქოლ-ცენტრის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა უცხოეთის მოქალაქეების პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციები.

ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში კაცმა ძმა დაჭრა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კაცმა ძმა დაჭრა. ინფორმაციას გამოცემა “აჭარა თაიმსი” ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ დღეს გასაჯაროვდა.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სოფელ ჭახათში მოხდა. ადგილობრივების განცხადებით, მან თავდამსხმელმა ცივი იარაღი გამოიყენა.

მკვლელობა ქობულეთში - დაკავებულს ბრალი წარედგინა და პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ქობულეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 23 მარტს, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, პისტოლეტიდან მრავალჯერადი გასროლით, დაზარალებულს სიცოცხლისათვის სახიფათო მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 24 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება." ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

 

თელავში ოთხი ბინის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ თელავში, სხვადასხვა დროს, ოთხ ბინაში უკანონოდ შეაღწია, საიდანაც ძვირფასი ნივთები და თანხა მოიპარა.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ შ.ჯ. ბრალდებულის სახით დააკავა.
სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ბინებიდან მოპარული ნივთები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.

{youtube}https://https://www.youtube.com/watch?v=J7FQcpLJ5xU{/youtube}

ლანჩხუთში, სოფელ ლესაში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა-დაშავებულია 3 პირი

ლანჩხუთში, სოფელ ლესაში, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა - ინფორმაციას gurianews ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 26 მარტს მოხდა. 

მათივე ცნობით,  ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.