... ... hotnews.ge - ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა

ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა

ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე ოპოზიციამ გაიმარჯვა. ქვეყანამ კი პირველი ქალი ლიდერი, გორდანა სილიანოვსკა აირჩია, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი, სტევო პენდაროვსკი დაამარცხა და ხმების 42% მიიღო.

როგორც „როიტერი“ წერს, ოპოზიციის გამარჯვების მიზეზი კი გახდა ის, რომ მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა და ქვეყანაში კორუფციის აღმოფხვრა.

ჩრდილოეთ მაკედონია ნატო-ს წევრი 2020 წელს გახდა, თუმცა ევროკავშირში გაწევრიანებაზე დაბრკოლებას საბერძნეთისა და ბულგარეთის მხრიდან შეხვდა

YOU MAY LIKE