... ... hotnews.ge - ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს ქვეყნიდან გააძევებს

ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს ქვეყნიდან გააძევებს

Reuters-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს ქვეყნიდან გააძევებს.  დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ აღნიშნა, რომ ასევე დიპლომატიური სტატუსი ჩამოერთმევა რამდენიმე შენობას, ხოლო დიპლომატიური ვიზების ხანგრძლივობა შეიზღუდება.

ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ აღნიშნული ზომები რუსეთის მავნე ქმედებებზე რეაქციაა.

„ჩვენ გავაძევებთ რუსეთის სამხედრო ატაშეს, რომელიც სამხედრო დაზვერვის ოფიცერია“, - აღნიშნა მან.

YOU MAY LIKE