... ... hotnews.ge - ბალტიმორში გემი ხიდს შეეჯახა - დაღუპულია 2, ეძებენ 4 პირს

ბალტიმორში გემი ხიდს შეეჯახა - დაღუპულია 2, ეძებენ 4 პირს

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში გემი ხიდს შეეჯახა. „ბიბისის“ ცნობით, შემთხვევის შემდეგ, მაშველებმა ადგილზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

როგორც ცნობილია, გემის შეჯახების მომენტში ხიდზე რვა მუშა იმყოფებოდა.

მაშველებმა ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ხოლო ოთხს ამ დრომდე ეძებენ.

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში გემი ხიდს შეეჯახა, რის შედეგადაც ხიდი მთლიანად დაინგრა.

YOU MAY LIKE