... ... hotnews.ge - ხმაურით განახლდა პარლამენტის დღევანდელი სხდომა, რომელზეც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ

ხმაურით განახლდა პარლამენტის დღევანდელი სხდომა, რომელზეც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ

ხმაურით განახლდა პარლამენტის დღევანდელი სხდომა, რომელზეც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პოლიტიკური დებატები იმართება.

ხმაური გამოიწვია ოპოზიციონერი დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის გამოსვლამ, რომელმაც კანონპროექტს რუსული უწოდა და ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიკროფონის გამორთვაში დაადანაშაულა.

„აი, რასაც ახლა აკეთებთ პატივცემულო თუ აღარ პატივცემულო შალვა, ეს არის ზუსტად რუსული კანონი, რომ გამორთოთ და გააჩუმოთ თავისუფალი სიტყვა. დამიბრუნეთ მიკროფონი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

თავის მხრივ, შალვა პაპუაშვილმა განუმარტა, რომ მიკროფონი გამორთული არ არის.
„მოიცათ, მოიცათ ქალბატონო ანა. რას ვაკეთებ. მიკროფონი ჩართულია ქალბატონო ანა, დაიოკეთ ნერვები თუ შეიძლება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

YOU MAY LIKE