... ... hotnews.ge - ვახტანგ გომელაური და ლევან დავითაშვილი 19 აპრილს ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებენ

ვახტანგ გომელაური და ლევან დავითაშვილი 19 აპრილს ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებენ

19 აპრილს პარლამენტში ინტერპელაციის წესით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმენენ.

„ხვალ გვექნება ინტერპელაცია. როგორც იცით, შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციაა, ფემიციდის საკითხია დასმული. ასევე, ეკონომიკის მინისტრის ინტერპელაცია, სადაც თუ არ ვცდები, ბახმაროს საკითხია. თანმიმდევრობაც ასეთი იქნება. ჯერ იქნება შს მინისტრის ინტერპელაცია 12:00 საათზე, შემდეგ - ეკონომიკის მინისტრის ინტერპელაცია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციაზე 8 კითხვით იბარებენ დეპუტატი ქალები: თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური, ქეთევან თურაზაშვილი, ნატო ჩხეიძე, ხატია დეკანოიძე, ანა წითლიძე და ანა ნაცვლიშვილი.

ლევან დავითაშვილს ინტერპელაციაზე იბარებენ პარლამენტის წევრები: არმაზ ახვლედიანი, თეონა აქუბარდია, რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე, ალექსანდრე ელისაშვილი, ქეთევან თურაზაშვილი, ანა ნაცვლიშვილი და დავით ხაჯიშვილი.

YOU MAY LIKE