... ... hotnews.ge - პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

73 მომხრე, 9 წინააღმდეგი - პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.

ინიციატივა ოფშორში რეგისტრირებული საწარმოების საქართველოში გადმოტანის შემთხვევაში დაბეგვრისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, როდესაც კომპანია დაფუძნებული არის ოფშორში და ის მოინდომებს საქართველოში გადმოვიდეს, ერთჯერადად, არ გადაიხდის გადასახადს.

YOU MAY LIKE