... ... hotnews.ge - „ნაცური დავალებაა, რომ გახარიამ წაგვართვას ჩვენი ყველაზე რადიკალური მომხრეების ხმები“-მამუკა მდინარაძე

„ნაცური დავალებაა, რომ გახარიამ წაგვართვას ჩვენი ყველაზე რადიკალური მომხრეების ხმები“-მამუკა მდინარაძე

გიორგი გახარია ცდილობს, რომ „ქართული ოცნების“ მხარეს დადგეს მესიჯებით, ოღონდ უფრო რადიკალური იყოს. სასაცილო მდგომარეობაშია, მისი მაშინდელი ე.წ. ქარიზმა გახდა სასაცილო ამბავი - ამ კაცს ქარიზმა კი არა, უბრალოდ თანამდებობა ჰქონია და ახლა რომ ლაპარაკობს, უკვე სისულელეებს ლაპარაკობს, ქარიზმა სინამდვილეში თანამდებობა აღმოჩნდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„იმდენ სისულელეს ლაპარაკობს, ჩვენ რომ გვეჯიბრება სიხისტეში, აქ უკვე ყველაფერი იშიფრება. მისი ნაცური დავალებაა, რომ ჩვენ წაგვართვას ჩვენი ყველაზე რადიკალური მომხრეების ხმები. მეტი არაფერი“, - აღნიშნა მდინარაძემ.

YOU MAY LIKE