... ... hotnews.ge - აშშ უკრაინას დამატებით მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს - ლოიდ ოსტინი

აშშ უკრაინას დამატებით მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს - ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას დამატებით მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს, რომელიც მოიცავს HIMARS-ის რაკეტებს, საარტილერიო ჭურვებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და სხვა შეიარაღებას.

„დღეს, მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ აშშ უზრუნველყოფს დამატებით მილიარდი დოლარის [სამხედრო] დახმარებას [უკრაინისათვის], რომელიც მოიცავს საბრძოლო მასალას HIMARS-ისთვის, საარტილერიო ჭურვებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ჯავშანტექნიკას“, - აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

ლოიდ ოსტინმა ასევე შეაქო უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის სხვა წევრების ძალისხმევა, რომლებიც განაგრძობენ უკრაინის თავდაცვის საჭიროებების უზრუნველყოფას.

YOU MAY LIKE