... ... hotnews.ge - 29 აპრილს, 17:00 საათზე, "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქცია ვაკის პარკში გაიმართება

29 აპრილს, 17:00 საათზე, "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქცია ვაკის პარკში გაიმართება

ორშაბათს, 29 აპრილს, 17:00 საათზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ვაკის პარკში გაიმართება. ამის შესახებ ორგანიზატორების განცხადებაშია ნათქვამი:

"რუსულ ოცნებას დაგეგმილი აქვს თავისუფლების მოედანზე აქციის ჩატარება. პარალელურად, ჩანიშნეს რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა და ბიუროს სხდომა. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ყოველგვარ კონფრონტაციას და დაპირისპირებას.

ამიტომ, 17:00 საათზე შევიკრიბებით ვაკის პარკში და ერთად დაველოდებით მოვლენათა განვითარებას. თუ მმართველი პარტია 29-ში შეეცდება მეორე მოსმენის და კენჭისყრის ჩატარებას, ჩვენი მხრიდან მიიღებს მძლავრ და სამართლიან პროტესტს. შემოგვიერთდით.

ჩვენი არჩევანი ევროპაა და აქ რუსულ კანონს ვერასდროს ვერავინ მიიღებს. გელოდებით 29-ში, ვაკის პარკში, 5 საათიდან"

29 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე "რუსული კანონის" მეორე მოსმენა დაიწყება. ამავე დღეს, ქართული ოცნება საკუთარი კანონპროექტის მხარდამჭერი აქციის გამართვას აპირებს. 

YOU MAY LIKE