... ... hotnews.ge - ჩიტაძის ქუჩაზე სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს სპეცსაშუალებებით უსწორდებიან

ჩიტაძის ქუჩაზე სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს სპეცსაშუალებებით უსწორდებიან

რუსთაველის გამზირზე პერიოდულად ვითარება იძაბება. ჭიჭინაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის კვლავ ფიზიკური დაპირისპირება მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პოლიციელების მხრიდან მოხდა პროვოკაცია.

შსს-ს თანამშრომელის განცხადებით, აქციის მონაწილეები ბოთლებს ისროდნენ პოლიციელების მიმართულებით.

„სამართალდამრღვევები იქნენ დაკავებული ადმინისტრაციული წესით. სამართალდარღვევა გამოიხატებოდა პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობაში. ბოთლების წვიმას ხედავდით? მადლობა, რომ ამდენი კამერით ხართ, ყველა დაინახავს ყველას. ჩვენი ბევრი თანამშრომელია დაშავებული“, – განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.

სამართალდამცველებს აქციის ზოგიერთი მონაწილე ტერიტორიიდან გაჰყავთ.

აჟამად, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ.

 

YOU MAY LIKE