... ... hotnews.ge - აქციის მონაწილეები გახდნენ აგრესიულები, გამოვიყენეთ წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი - შსს

აქციის მონაწილეები გახდნენ აგრესიულები, გამოვიყენეთ წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი - შსს

შსს წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის გამოყენებას ადასტურებს და მიზეზად აქციის მონაწილეების მხრიდან პარლამენტის კარის დაზიანების მცდელობას ასახელებს:

"მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია,  აქციის მონაწილეების გახდნენ აგრესიულები და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა,  მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. 
მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს მშვიდად გამოხატონ პროტესტი, არ დაუშვან ძალადობრივი ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მითითებას.  კანონდარღვევის ნებისმიერ ქმედებებზე პოლიცია სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ." აცხადებს შსს.

YOU MAY LIKE