... ... hotnews.ge - ომში დაღუპულთა ოჯახები მოგიწოდებთ, არ აღმართოთ ხელი ჩვენს შვილებზე - ანწუხელიძის მეუღლე

ომში დაღუპულთა ოჯახები მოგიწოდებთ, არ აღმართოთ ხელი ჩვენს შვილებზე - ანწუხელიძის მეუღლე

2008 წლის ომში დაღუპული სამხედროების ოჯახები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაიწვიონ რუსული კანონი და ხელი არ აღმართონ ახალგაზრდებზე. ამის შესახებ ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ცოლი, მაკა ჩიკვილაძე Facebook-გვერდზე წერს. 

"ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, რომლებიც ისედაც დიდ ტკივილს ვატარებთ, საქართველოს ხელისუფლებას მოგიწოდებთ:
გთხოვთ ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე, ჩვენს შვილებზე, საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებსაც აწუხებთ საკუთარი მომავალი და აქვთ კონკრეტული შიშები ამ მომავლის სწორი, არჩეული მიმართულებით განვითარებასთან დაკავშირებით.

მოგიწოდებთ, ნუ დაუპირისპირდებით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს და ნურც საზოგადოებას დააპირისპირებთ ერთმანეთთან. ეს არათუ განვითარებას არ მოუტანს ჩვენს ქვეყანას, არ მოიტანს არაფერ კარგს საქართველოსთვის.

არა გაუგებარ, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო, მხოლოდ რუსეთის მოსაწონ კანონს!

კი ევროპას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის, მომავალი თაობის არჩევანს!", - წერს მაკა ჩიკვილაძე. 

დღეს პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა.

YOU MAY LIKE