... ... hotnews.ge - დღეს 19:00 საათზე, პარლამენტთან „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია დაინიშნა

დღეს 19:00 საათზე, პარლამენტთან „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია დაინიშნა

2 მაისს გასამართი დემონსტრაციის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გამოაცხადეს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გამოაცხადეს, რომ დღეს, 2 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება „აგენტების კანონი“ საწინააღმდეგო აქცია.

„საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს დაადო ბოქლომი, გადამალეს საგარეო საქმეთა მინისტრი და შეშინებულებმა ფაქტობრივად გააუქმეს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა. მანამდე, 10-დღიანი არნახული არდადეგები მოუწყვეს მთელ ქვეყანას“, - თქვა რომან გოცირიძემ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ.

პარლამენტის ინფორმაციით, დღეს, 2 მაისს, პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება.

YOU MAY LIKE