... ... hotnews.ge - სალომე ზურაბიშვილი, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შარლ მიშელს ესაუბრა

სალომე ზურაბიშვილი, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შარლ მიშელს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან სატელეფონო საუბარი გამართა.

„საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ვრცელი სატელეფონო საუბრისას განიხილა: ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და მისი ხელისშემშლელი ფაქტორები, როგორიცაა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ხელმეორედ შემობრუნებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, ამ კანონპროექტის გამო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე უწყვეტი სახალხო პროტესტი, საქართველოს პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერის მნიშვნელობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

YOU MAY LIKE