... ... hotnews.ge - თელავში, ქუთაისსა და ფოთში "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

თელავში, ქუთაისსა და ფოთში "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

თელავში, ქუთაისსა და ფოთში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ პლაკატი წარწერით: „არა რუსულ კანონს“.

აქციაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ლიდერიც მონაწილეობდა.

ქუთაისში, ახალგაზრდები  მთავარ მოედანზე შეიკრიბნენ, რის შემდეგაც, მსვლელობით ჯერ "ქართული ოცნების" ოფისთან, შემდეგ კი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან გაემართნენ.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას კვლავ რუსული კანონის უკან გაწვევას და ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ისინი "ოცნებას" არ მისცემენ საშუალებას, რომ რუსული კანონპროექტი კანონად იქცეს.

 

 

YOU MAY LIKE