... ... hotnews.ge - „ქალბატონი სალომეს განცხადებაზე კომენტარსაც არ გავაკეთებ“-შალვა პაპუაშვილი

„ქალბატონი სალომეს განცხადებაზე კომენტარსაც არ გავაკეთებ“-შალვა პაპუაშვილი

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს, რომ საქართველოს პარლამენტის და შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისგან მას გამოცხადებული აქვს იმპიჩმენტი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ქალბატონი სალომეს განცხადებაზე კომენტარსაც არ გავაკეთებ. სალომე ზურაბიშვილს თავისი გზა უკვე არჩეული აქვს. ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო გზა არის. ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს, რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის და შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან მას გამოცხადებული აქვს იმპიჩმენტი“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

YOU MAY LIKE