... ... hotnews.ge - შს მინისტრის მოადგილემ გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

შს მინისტრის მოადგილემ გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შალვა ბედოიძემ გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლაშა გოგნიაშვილი პირადად წარუდგინა და სამუშაო თათბირი გამართა.
მინისტრის მოადგილემ პოლიციის დეპარტამენტის ახლად დანიშნულ დირექტორს წარმატებები და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა. თათბირზე, შალვა ბედოიძემ გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისგან მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
მინისტრის მოადგილემ სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შესაბამისი დავალებები მისცა.

YOU MAY LIKE