... ... hotnews.ge - აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცათ

აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცათ

აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცათ - წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი წერს, რომ ამოცნობის შემდეგ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნეშტების მოძიების, ექსჰუმაციისა და ამოცნობის პროცესის შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებს მიაწოდეს.

ორგანიზაცია მთავრობასთან თანამშრომლობას აგრძელებს, რათა აფხაზეთის ომში დაკარგული პირების ახლობლების მოსაზრებები სრულად იყოს გათვალისწინებული.

გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან, რადგან წელს მათი პასუხისმგებლობები უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების მხარდაჭერისა ჰუმანიტარული ამოცნობის პროცესის კუთხით გაიზრდება. 2024 წლის განმავლობაში ხელისუფლებასთან ერთობლივად, ასევე, განვაგრძობთ დაკარგული პირების ოჯახების ინფორმირებას, კონსულტაციებს, რათა მათი მოსაზრებები და წუხილი სათანადოდ იქნას გათვალისწინებული“, - წერია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, 2010 წლიდან დღემდე ოჯახებს 285 ადამიანის ნეშტი დაუბრუნდა. ამ დრომდე კი დაკარგულად 1859 სამხედრო და სამოქალაქო პირი ითვლება.

YOU MAY LIKE