... ... hotnews.ge - N16 საბავშვო ბაღის მიმდებარედ კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

N16 საბავშვო ბაღის მიმდებარედ კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

სამგორის რაიონში, ბოგდან ხმელნიცკის N181-ში, N16 საბავშვო ბაღის მიმდებარედ, ბილიკებისა და განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 
პროექტის ფარგლებში, 440 კვ. მ ფართობი კეთილმოეწყობა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 200 000 ლარია გამოყოფილი. 
სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

YOU MAY LIKE