... ... hotnews.ge - სამგორის გამგეობამ, რაიონის საჯარო სკოლების თვითმმართველობის წარმომადგენლებს უმასპინძლა

სამგორის გამგეობამ, რაიონის საჯარო სკოლების თვითმმართველობის წარმომადგენლებს უმასპინძლა

სამგორის გამგეობამ, რაიონის საჯარო სკოლების თვითმმართველობის წარმომადგენლებს უმასპინძლა. 
ახალგაზრდები გაეცნენ მიმდინარე დაგეგმილ პროექტებს და განიხილეს საკითხი „ახალგაზრდების ჩართულობა თვითმართველობის საქმიანობაში“. 
აღნიშნულ შეხვედრაზე ასევე, გაიმართა ახალი პროექტის პრეზენტაცია „ერთი დღე გამგეობაში“, რაც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, ერთი დღე იმუშაონ სამგორის გამგეობის თანამშრომლებთან ერთად. 
შეხვედრას სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი ბექა მაყაშვილი დაესწრნენ.

YOU MAY LIKE