... ... hotnews.ge - არასწორია ინფორმაცია, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს - თბილისის მერია

არასწორია ინფორმაცია, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს - თბილისის მერია

გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ყველა მეტროსადგური მუშაობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დედაქალაქში არსებული ყველა მეტროსადგური მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და მგზავრებს ყოველ დღე, 06:00-დან 00:00 საათამდე ემსახურება.

თბილისის მერიასთან დაკავშირებული საკითხების გადამოწმება შესაძლებელია უწყების პრესსამსახურთან. ასევე, შეგიძლიათ, დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

YOU MAY LIKE