... ... hotnews.ge - უბნები თბილისში, სადაც ჰაერი ყველაზე კარგია

უბნები თბილისში, სადაც ჰაერი ყველაზე კარგია

„ყველაზე მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება იქ, სადაც უფრო ინტენსიური მოძრაობაა“ - დედაქალაქში ჰაერის დაბინძულების დონეებზე გარემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნოე მეგრელიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ისაუბრა.

მისი თქმით, წლების მანძილზე ყველაზე მაღალი კონცენტრაციები რუსთაველის გამზირზე ფიქსირდება. ასევე წერეთლის, მელიქიშვილის, პეკინის გამზირებზე.

„სხვათა შორის, ქეთევან წამებულის გამზირზე რეაბილიტაციის შემდეგ აზოტის ჟანგეულების კლება ფიქსირდება“ - აცხადებს ნოე მეგრელიშვილი.მისი თქმით, ყველაზე კარგი ხარისხის ჰაერი ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, რეკრეაციულ ზონებშია და ესენია კუს ტბა, ბოტანიკური ბაღი, ლისის ტბა.

„ქალაქის მასშტაბით არსებულ პარკებშიც წლების მანძილზე არ გვქონდა ხოლმე ცუდი მაჩვენებელი, მაგრამ დაახლოებით 2022 წლიდან, რაც ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა, სამწუხაროდ დაბინძურებამ აქაც მოიმატა, კონკრეტულად, აზოტის ჟანგეულები დაფიქსირდა 9 აპრილის ბაღში“.

მეგრელიშვილი აცხადებს, რომ გარეუბნებში ეს პრობლემა მიზერულია.

„კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა სამშენებლო სექტორი. ვალდებულებებს, რაც მათ აქვთ, ბევრი არ ასრულებს. ეს არის ერთგვარი გამოწვევა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები არიან ვალდებულები, ამ კუთხით სიტუაცია გააკონტროლონ“ - განაცხადა ნოე მეგრელიშვილი.

 

YOU MAY LIKE