... ... hotnews.ge - ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სადაც კლდოვანი ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, უხვი ნალექის გამო, მიწის მასა ჩამოიშალა, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს 18:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

„შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის გამოყენებით“, – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

YOU MAY LIKE