... ... hotnews.ge - აფეთქება სამტრედიის ქუჩაზე - კორპუსის მოსახლეობა დროებით სასტუმროებში დაბინავდა

აფეთქება სამტრედიის ქუჩაზე - კორპუსის მოსახლეობა დროებით სასტუმროებში დაბინავდა

თბილისის მერიის განცხადებით, დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩა #2-ში, კორპუსში, სადაც დილით აფეთქება მოხდა 93 ოჯახი ცხოვრობს. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ევაკუირებული მოქალაქეები, მერიის ცნობით, სასტუმროებში გადაიყვანეს.

"დაზარალებული მოსახლეობა შენობიდან დროულად გამოიყვანეს. მათი სასტუმროებში დაბინავება დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო. კორპუსის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, ცნობილი გახდება, ადგილობრივი მოსახლეობა საცხოვრებლად აღნიშნულ კორპუსს დაუბრუნდება, თუ კორპუსის გამაგრებამდე დროებით ქირით გადაიყვანენ", - წერია განცხადებაში.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

YOU MAY LIKE