... ... hotnews.ge - სამგორის გამგეობის ორგანიზებით საგანმანათლებლო კვირეული ჩატარდა

სამგორის გამგეობის ორგანიზებით საგანმანათლებლო კვირეული ჩატარდა

სამგორის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო კვირეული „ ეფექტური კომუნიკაცია და კონფლიქტების მართვა" დასრულდა. 
სამგორში მცხოვრებ 15-დან 20 წლამდე ახალგაზრდებს „ეფექტური კომუნიკაცია და კონფლიქტების მართვის“ სხვადასხვა სახის ტრენინგი და ინტერაქციული აქტივობა ჩაუტარდათ. 
პროექტის ფარგლებში, მონაწილეები შეხვდნენ სამგორის რაიონის გამგებელს კახა სამხარაძეს და კითხვა-პასუხის რეჟიმში მოზარდებისთვის საინტერესო საკითხები განიხილეს. 
📝საგანმანათლებლო კვირეულის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

 

 

YOU MAY LIKE