... ... hotnews.ge - ზონალურ-საათობრივი პარკირება 11 ათასამდე ადგილზე მოქმედებს

ზონალურ-საათობრივი პარკირება 11 ათასამდე ადგილზე მოქმედებს

2019 წლიდან დღემდე ზონალურ-საათობრივი პარკირება თბილისის 220 ქუჩაზე მოქმედებს. როგორც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნინო ბაგაშვილმა bmg-ის განუცხადა, საუბარია ჯამურად 11 ათასამდე ადგილზე. მისივე თქმით, 1-ელი აპრილიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე არსებულ 1 300-მდე ადგილზეც ამოქმედდება.

„ზონალური პარკირება მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ამ ეტაპზე ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა უბანში დაახლოებით 220 ქუჩაზე მეტ ადგილას არის ზონალურ-საათობრივი პარკირება. ეს გულისხმობს 11 ათასამდე საპარკინგე ადგილს, მათ შორის არის რა თქმა უნდა შშმ პირებისთვის განკუთვნილი ადგილები, ტაქსებისთვის განკუთვნილი ადგილები, ასევე ელექტრო მანქანების დასამუხტი ადგილები. 1-ელი აპრილიდან უერთდება მას წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე არსებული პარკირება, რაც გულისხმობს 1 300-მდე ზონალურ საათობრივი პარკირების ამოქმედებას.

ეს არის პროცესი და ამ პროცესში იგეგმება საჭიროებიდან გამომდინარე სად უნდა ამოქმედდეს. ეს დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის იმაზე თუ რამხელაა მობილობა. ზონალურ-საათობრივი პარკირება ქალაქის სხვადასხვა უბნებს კიდევ დაემატება თუმცა, ჯერჯერობით კონკრეტული დაგეგმილი ქუჩები არ გვაქვს.

მიზანი არის საპარკინგე ადგილების ეფექტურად და თანაბრად გამოყენება, ამიტომ ნადვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს.“ - განაცხადა ბაგაშვილმა.

მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დიდუბის რაიონის მცხოვრებლებს მოუწოდა, უფასო პარკირებით სარგებლობასთან დაკავშირებული შეფერხებების პრევენციისთვის, მუნიციპალურ პავილიონებს დროულად მიმართონ და საკუთარი ავტომობილები ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში დაარეგისტრირონ.

გასულ წელს bmg-ითვის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები თანხობრივად ასე ნაწილდებოდა:

2021 წელს - 6 164 730 ლარი;

2022 წელს - 12 840 530 ლარი;

2023 წელს (1 მაისამდე) – 10 923 500 ლარი.

 

 

წყარო:bm.ge

YOU MAY LIKE