... ... hotnews.ge - საგამოძიებომ ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საგამოძიებომ ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დღეს, შვედეთის საელჩოსთან ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.

შვედეთის საელჩოსთან IDFI-ის დირექტორ გიორგი კლდიაშვილს, ფორმულას მძღოლსა და ოპერატორს უცნობი პირი თავს დაესხა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათზე თავდამსხმელი რეზო ვაშაყმაძეა. 

ის შვედეთის საელჩოსთან კლდიაშვილს, ფორმულას მძღოლსა და ოპერატორს თავს მაშინ დაესხა, როდესაც კლდიაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა.

ვაშაყმაძემ კლდიაშვილს, ფორმულას მძღოლსა და ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ის მანქანით იმყოფებოდა და ხელში მინის ბოთლი ეჭირა. ვაშაყმაძე ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა.

YOU MAY LIKE