... ... hotnews.ge - მკვლელობა ქობულეთში - დაკავებულს ბრალი წარედგინა და პატიმრობა შეეფარდა

მკვლელობა ქობულეთში - დაკავებულს ბრალი წარედგინა და პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ქობულეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 23 მარტს, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, პისტოლეტიდან მრავალჯერადი გასროლით, დაზარალებულს სიცოცხლისათვის სახიფათო მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 24 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება." ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

 

YOU MAY LIKE