... ... hotnews.ge - "ყოველდღე მენატრება ჩემი სახლი, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ ჩემი სახლი იტალიაშიც არის" - ხვიჩა კვარაცხელიას ახალი ვიდეო

"ყოველდღე მენატრება ჩემი სახლი, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ ჩემი სახლი იტალიაშიც არის" - ხვიჩა კვარაცხელიას ახალი ვიდეო

იტალიის საფეხბურთო კლუბი "ნაპოლი" ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას  ვიდეოს აქვეყნებს.

"ყოველდღე მენატრება ჩემი სახლი, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ ჩემი სახლი იტალიაშიც არის. ამ ქალაქში ფეხბურთით ცხოვრობენ. ისინი ბედნიერები არიან, როცა ფეხბურთს უყურებენ. ეს ისეთი განსხვავებული რამაა, რასაც სხვაგან ვერ ნახავ. ჩემთვის ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, მე ძალიან მადლიერი ვარ", - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

YOU MAY LIKE