... ... hotnews.ge - კრიშტიანო რონალდო ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება

კრიშტიანო რონალდო ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება

საუდის არაბეთის ლიგის სადისციპლინო კომიტეტი კრიშტიანო რონალდოს ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯის.

ქვეყნის სუპერთასის ნახევარფინალში „ალ-ჰილალმა“ 2:1 დაამარცხა „ალ-ნასრი“. 86-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა კრიშტიანო რონალდოს წითელი ბარათი უჩვენა იმის გამო, რომ მეტოქეს სახეში ჩაარტყა. ამის შემდეგ პორტუგალიელმა მსაჯს მუშტი მოუღერა.

სადისციპლინო კომიტეტმა შეისწავლა რონალდოს მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტება და „ალ-ნასრის“ ფეხბურთელის ორი მატჩით დისკვალიფიკაცია გადაწყვიტა.

ასე რომ, კრიშტიანო რონალდო გამოტოვებს საუდის არაბეთის ჩემპიონატის ორ უახლოეს შეხვედრას – 19 და 27 აპრილს.

YOU MAY LIKE