... ... hotnews.ge - ზიდანი მწვრთნელობას „ბაიერნში“ უბრუნდება

ზიდანი მწვრთნელობას „ბაიერნში“ უბრუნდება

მას შემდეგ, რაც 2021 წელს, ზინედინ ზიდანი მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან საკუთარი ნებით წავიდა, უმუშევარია. თუმცა, გასულ კვირას განაცხადა, რომ ზაფხულში სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდება და უდიდესი ალბათობით, გერმანიის ყველაზე ტიტულოვან კლუბს, „ბაიერნს“ ჩაიბარებს. მიუნხენურ გრანდს ამჟამად ტომას ტუხელი წვრთნის, მაგრამ მის ხელში, გუნდმა ჩემპიონობა ვერ შეინარჩუნა და საეჭვოა, ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთოს რამე. გერმანული მედიის ინფორმაციით, მიუნხენური გრანდის მესვეურები ზიდანს უკვე დაუკავშირდნენ და ის გერმანელთა შეთავაზებას აუცილებლად განიხილავს.

იმავე გერმანული მედიის ცნობით, „ბაიერნის“ მესვეურები მხოლოდ ზიდანის პასუხს არ ელოდებიან და მოლაპარაკებებს ჟოზე მაურინიოსთანაც აწარმოებენ, მაგრამ თუ ფრანგი თანხმობას იტყვის, მას ამ პოსტზე კონკურენტი არ ეყოლება.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

YOU MAY LIKE