... ... hotnews.ge - ლიონელ მესიმ MLS-ის მორიგ ტურში დუბლი შეასრულა და ბუსკეტს გაატანინა

ლიონელ მესიმ MLS-ის მორიგ ტურში დუბლი შეასრულა და ბუსკეტს გაატანინა

„ინტერ მაიამიმ“ MLS-ის რეგულარულ ჩემპიონატში მე-10 მატჩი ჩაატარა  და შინ 3:1 დაამარცხა „ნეშვილი”. მასპინძელთაგან სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა ლიონელ მესიმ.

არგენტინელმა ჯერ მე-11 წუთზე ლუის სუარესის პასით ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ 39-ე წუთზე სერხიო ბუსკეტს გაატანინა, 81-ე წუთზე კი 11-მეტრიანი გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ ბუსკეტსმა პირველი გოლი გაიტანა „ინტერ მაიამის“ რიგებში.

36 წლის ლიონელ მესიმ მეცხრე მატჩი ჩაატარა ახალ სეზონში და ყველა შეხვედრაში ჰქონდა შედეგიანი მოქმედება. საერთო ჯამში, მის ანგარიშზე ცხრა გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემაა.

10 მატჩში 18 ქულით „ინტერ მაიამი“ არა მხოლოდ დასავლეთ კონფერენციას, არამედ მთლიანად რეგულარულ ჩემპიონატს ლიდერობს.

YOU MAY LIKE