... ... hotnews.ge - მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მოსკოვის საფეხბურთო კლუბ "სპარტაკის" ფეხბურთელს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. კვინსი პრომესი ნარკოდანაშაულისთვის გაასამართლეს. ფეხბურთელს 1 კგ. და 362 გრამი კოკაინი საზღვარზე გადაჰქონდა. ის დუბაიში დააკავეს.

პრომესი ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი წევრია, ქვეყნის ხელისუფლებამ მისი ექსტრადირება მოითხოვა. კვინსი პრომესი, სხვადასხვა დროს, ისეთ გუნდებში თამაშობდა, როგორებიცაა "სევილია" და "აიაქსი".

YOU MAY LIKE