... ... hotnews.ge - კიშინეუს სააპელაციო სასამართლოს ოცმა მოსამართლემ თანამდებობა დატოვა

კიშინეუს სააპელაციო სასამართლოს ოცმა მოსამართლემ თანამდებობა დატოვა

კიშინეუს სააპელაციო სასამართლოს ოცმა მოსამართლემ, რომელმაც ე.წ. ვეტინგის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი თქვა, თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვური მედია ავრცელებს.

12 აპრილს ვეტინგის კომისიამ კიშინეუს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პროფესიული ეთიკისა და კეთილსინდისიერების შეფასების დაწყება გამოაცხადა.

კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ექსპერტები 40 მოსამართლეს შეამოწმებენ.

მოსამართლეებმა უნდა შეავსონ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შემოსავლების შესახებ ანგარიში და მიაწოდონ ახლო ნათესავების სია, რომლებიც მუშაობენ სასამართლო სისტემაში ან საჯარო თანამდებობა უკავიათ.

გარდა ამისა, მოსამართლეებმა უნდა შეავსონ პროფესიული ეთიკის კითხვარი.

YOU MAY LIKE