... ... hotnews.ge - ძლიერი თოვის გამო თურქეთის 3 პროვინციაში 158 დასახლებული პუნქტი ჩაიკეტა

ძლიერი თოვის გამო თურქეთის 3 პროვინციაში 158 დასახლებული პუნქტი ჩაიკეტა

თურქეთის აღმოსავლეთით სამ პროვინციაში ძლიერი თოვის გამო 158 დასახლებული პუნქტი ჩაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს და წერს, რომ ვანის პროვინციაში ჩაიკეტა 11 გზა, მუშში - 102, ბითლისში - 45.

"ვანის, ბითლისისა და მუშის პროვინციებში თოვლის გამო 158 დასახლებულ პუნქტთან კავშირი არ არის," - ნათქვამია განცხადებაში.

გზების გაწმენდისა და დასახლებულ პუნქტებთან მისასვლელი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

 

YOU MAY LIKE