... ... hotnews.ge - თუ პუტინი გაიმარჯვებს, ევროპის უსაფრთხოებაც და საერთაშორისო წესრიგიც საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება - ანალენა ბერბოკი

თუ პუტინი გაიმარჯვებს, ევროპის უსაფრთხოებაც და საერთაშორისო წესრიგიც საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება - ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს არ აქვს იმის იმედი, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი სწრაფად დასრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მოელის, რომ უკრაინაში ბრძოლის ველზე ვითარება დაიძაბება, რადგან პუტინის სისასტიკეს საზღვარი აღარ აქვს.

„ის [პუტინი] მკაფიოდ აცხადებს, რომ არ იღებს რაციონალურ არგუმენტებს და კაცობრიობის ღირებულებებს. და მას, რა თქმა უნდა, არ სურს მოლაპარაკებების წარმოება

შეუძლებელია იმის წარმოდგენა, თუ რა მოხდება უკრაინის დამარცხების შემთხვევაში. თუ პუტინი გაიმარჯვებს, ევროპის უსაფრთხოებაც და საერთაშორისო წესრიგიც საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. უკრაინის მხარდაჭერა ჩვენივე უსაფრთხოების გარანტიაა“, - აღნიშნა ანალენა ბერბოკმა

YOU MAY LIKE