... ... hotnews.ge - ისრაელში მცხოვრებ ყველა ქართველს მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და დაიცვან უსაფრთხოების ზომები - საქართველოს ელჩი ისრაელში

ისრაელში მცხოვრებ ყველა ქართველს მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და დაიცვან უსაფრთხოების ზომები - საქართველოს ელჩი ისრაელში

ისრაელში მცხოვრებ ყველა ქართველს მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და დაიცვან უსაფრთხოების ზომები, - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა ზაზა კანდელაკმა განაცხადა.

"საელჩო ქვეყანაში არსებული ვითარების მიხედვით მოქმედებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი მოქალაქეებისთვის ნათელი გახდეს უსაფრთხოების ზომები, რომელიც ახლა არის გამოცხადებული. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ნებისმიერ დროს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მიიღოს საელჩოსგან. საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს დღეს ისრაელში, მოვუწოდებთ, გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია ისრაელის ხელისუფლების მიერ და დაიცვას ამ რეკომენდაციების მიხედვით ყველა აუცილებელი უსაფრთხოების ზომები," - განაცხადა კანდელაკმა. [საზოგადოებრივი მაუწყებელი]

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალები ამბობენ, რომ დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა მოიგერიეს. თავდასხმის დაშავდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი. დანიელ ჰაგარის თქმით, მცირე ზიანი მიადგა ისრაელის თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ისრაელს თავდასხმის მოგერიებაში ამერიკული ძალები დაეხმარნენ.

YOU MAY LIKE