... ... hotnews.ge - ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდას მონაკვეთზე გარკვეული ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდას მონაკვეთზე გარკვეული ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდას მონაკვეთზე გარკვეული ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

უწყება წერს, რომ ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერი, შეზღუდული ხილვადობა) გამო აკრძალულია.

მათივე ცნობით, საავტომობილო გზის კმ1-კმ94 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

YOU MAY LIKE