... ... hotnews.ge - ადიგენში მუსლიმთა ლოცვის გასაპროტესტებლად მართლმადიდებლები შეიკრიბნენ

ადიგენში მუსლიმთა ლოცვის გასაპროტესტებლად მართლმადიდებლები შეიკრიბნენ

მართლმადიდებელთა ნაწილი, სასულიერო პირებთან ერთად, დილიდან კიდევ ერთხელ შეიკრიბა ადიგენში, წერეთლის ქუჩაზე იმ სახლთან, სადაც მუსლიმი თემი ლოცულობს. ორსართულიანი შენობა მუსლიმი თემის ერთ-ერთ წევრს, მერაბ მიქელაძის საკუთრებაა. იმის მიუხედავად, რომ მუსლიმები კერო სივრცეში აღავლენენ ლოცვას, გარეთ შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ ეს „სახლი მეჩეთად არ შეიძლება იქცეს“.

დღეს პარასკევია და შესაბამისად, მუსლიმები ტრადიციული ლოცვის აღავლენენ. შენობასთან მართლმადიდებლები იმ მიზეზით შეიკრიბნენ, რომ მათი თქმით, მუსლიმებმა დაპირება არ შეასრულეს - სახლს „მეჩეთად არ გადააქცევდნენ“.

მუსლიმ თემს რელიგიის სააგენტო ამ სახლის დათმობის სანაცვლოდ 50 ათას ლარამდე თანხას სთავაზობს ადიგენიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ იჯარეთში მეჩეთის ასაშენებლად ან შენობის შესაძენად. მერაბ მიქელაძე კი ამბობს, რომ მეჩეთის აშენების შემთხვევაში ის მუსლიმთა მუფთს გადაეცემა, მისი საკუთრება აღარ იქნება და ვერ ხვდება, რატომ უნდა დათმოს კუთვნილი ქონება.

მუსლიმთა ლოცვის გასაპროტესტებლად დაბა ადიგენში 8 მარტსაც შეიკრიბნენ. მაშინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სახლთან მაშნაც მობილიზებული იყო პოლიცია, "ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით".

YOU MAY LIKE