... ... ჩაის მოყვარულებს კოშმარები არ ემუქრებათ

ჩაის მოყვარულებს კოშმარები არ ემუქრებათ

სწავლულები ამომავალი მზის ქვეყნიდან აცხადებენ, რომ ჩაის მოყვარულებს ღამის კოშმარები არ ემუქრებათ. ჩაი დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობის, განსაკუთრებით, აზიელების საყვარელი სასმელია. ამის გამო, გასაკვირი არ არის, რომ სწორედ იაპონელებმა ჩაატარეს კვლევები, რომლის შედეგებითაც გაარკვიეს, რა გავლენას ახდენს ჩაი ადამიანის სიზმრებზე. აღმოჩნდა, რომ სასმელში არსებული ნივთიერება ტანინი, რომელსაც აზიელი მკურნალები საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ სამედიცინო პრაქტიკაში, პრაქტიკულად, რამდენიმეჯერ ამცირებს საშინელი სიზმრების ნახვის შესაძლებლობას. ცოტა ხნის წინ, სწავლულბმა ისიც გაარკვიეს, რომ მწვანე ჩაი განსაკუთრებით სასარგებლო ყოფილა მამაკაცებისთვის - ის მათ უფრო მობილიზებულსა და ჭკვიანს ხდის.

YOU MAY LIKE