... ... საშიშ ნივთიერებებს თმით ებვრძვიან

საშიშ ნივთიერებებს თმით ებვრძვიან

ბელგიაში, პროექტი Hair Recycle ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც, ადამიანის თმისგან პატარა ხალიჩებს აკეთებენ. ეს ხალიჩები ნავთობსა და სხვა საშიშ ნივთიერებებს შთანთქავენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, პარიკმახერები კლიენტების თმას აგროვებენ და გადასამუშავებლად აბარებენ. პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ერთი კილოგრამ თმას 8 ლიტრამდე ნავთობისა და ნახშირწყალბადების შთანთქმა შეუძლია. მზა ხალიჩების მოთავსება შესაძლებელია, მაგალითად, კანალიზაციაში, რათა მავნე ნივთიერებებმა წყალი არ დააბინძურონ.

YOU MAY LIKE