თბილისის მუზეუმების გაერთიანება ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელის წევრი გახდა

თბილისის მუზეუმების გაერთიანება ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელის (The Network of European Museum Organisations – NEMO) წევრი გახდა.

NEMO ევროპის 40 ქვეყნის 30 000-ზე მეტ მუზეუმს აერთიანებს და პოპულარიზაციას უწევს იმ ევროპულ რეგულაციებს, რომლებიც ხელს უწყობენ მუზეუმების მიერ კულტურული მემკვირეობის დაცვასა და ინტეგრირებას ევროპული კულტურის ერთიან სივრცეში. 1992 წელს დაარსებული ორგანიზაცია ეროვნული მუზეუმების ორგანიზაციების დამოუკიდებელი ქსელია, რომელიც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების სამუზეუმო საზოგადოებას წარმოადგენს.

საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, NEMO კონცენტრირებულია ექვს სტრატეგიულ მიმართულებაზე, რომლებიც ეხმარება მუზეუმებს სწორ პოზიციონირებასა და განვითარებაში; ესენია: საგანმანათლებლო, სოციალური, ეკონომიკური, საკოლექციო ღირებულებები, ასევე პროფესიული განვითარება და მუზეუმების გაციფრულება.

ორგანიზაციაში გაერთიანების პარალელურად, თბილისის მუზეუმების გაერთიანება სწორედ გაციფრულების ჯგუფის წევრი გახდა. აღსანიშნავია, რომ ციფრული ტექნოლოგიები თანამედროვე მუზეუმების ყველა ასპექტზე ახდენს გავლენას. NEMO-ს გაციფრულების ჯგუფის მიზანია, უზრუნველყოს სამუზეუმო მემკვიდრეობის მაქსიმალური ინტეგრირება ევროკავშირის ციფრულ დღის წესრიგში და ევროპული მუზეუმების ციფრული შესაძლებლობების განვითარება ყველა დონეზე.

ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელი უზრუნველყოფს მუზეუმების განუყოფლობას ევროპული ცხოვრების სტილსა და ფასეულობებთან.

ინფორმაციას თბილისის მუზეუმების გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 სექტემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6816 ლარი ეღირება, ევრო – 2.8521 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2842 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6879 ლარი ღირდა, ევრო – 2.8637 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3067 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 23 სექტემბერს ამოქმედდება.

ჩვენ ანაკლიის პორტს პასუხისმგებლობით ვავითარებთ - ლევან დავითაშვილი

იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ჯერ არ გვაქვს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, საქართველოს საპორტო, სარკინიგზო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა სრულად ჯერ კიდევ არ არის ათვისებული, გვაქვს პოტენციალი, ქვეყანაში არსებული საპორტო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით არათუ უარი ვთქვათ ახალ ტვირთებზე, არამედ ვიმუშაოთ ტვირთბრუნვის ზრდაზე, ახალი ბაზრების განვითარებაზე, ახალი ტვირთების მოზიდვაზე, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლვან დავითაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით დეპუტატთა კითხვებს პასუხობდა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ანაკლიის პროექტი, თუმცა მისი წარმატებით განხორციელება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სწორად არის ჩამოყალიბებული პირობები, სწორად და პასუხისმგებლობით ხდება გადაწყვეტილებების მიღება, ასევე კონტექსტი არის სათანადოდ აღქმული და გათვალისწინებული.

„სხვა შემთხვევაში რთულია, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო და ჩვენ ვნახეთ, რომ ის აქამდე ვერ განხორციელდა“, – აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ზრდა-განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. მათ შორის, ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ბოლო წლებში შთამბეჭდავია ტრანსპორტის და დასაწყობების წილი და როლი ეკონომიკაში, 2021 და 2022 წლებში განსაკუთრებით გაიზარდა, 2022 წელს მთლიან შიდა პროდუქტში 6.5%-მდე.

„თავად ტრანსპორტის დარგის ზრდა იყო ძალიან შთამბეჭდავი, 2021 წელს გვქონდა 28.9%, 2022 წელს – 28.4% და მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს 2023 წლის პირველ ნახევარშიც. ანუ, ის პოზიტიური ტენდენცია, რომელიც შეიძლება საქართველოს ეკონომიკისთვის ტვირთბრუნვის ზრდას ჰქონდეს, ასეც მიმდინარეობს და ჩვენ ამას ვახერხებთ არსებული ინფრასტრუქტურით. თუმცა, განვაახლეთ პროგნოზები, რომელიც გაკეთებულია წამყვანი და ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური საერთაშორისო კომპანიის მიერ და როდესაც ვსაუბრობთ ანაკლიის პროექტის საჭიროებაზე, ეს საჭიროა, მაგრამ საჭიროა, გრძელვადიან პერსპექტივაში, რომ გრძელვადიან ზრდას ვუპასუხოთ განახლებული ინფრასტრუქტურით“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კიდევ ერთ ფაქტორი, რომელსაც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, არის, რომ მნიშვნელოვანია კოორდინაცია ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან ერთად. მისი განმარტებით, ანაკლიის პროექტიც, ფოთის და ბათუმის პორტებიც და ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაც ემსახურებიან ე.წ. შუა თუ ცენტრალურ დერეფანს, რომელიც საქართველოს აკავშირებს ევროპასთან და ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთის ქვეყნებთან. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იქნას დერეფნის გამტარუნარიანობა და შესაძლებლობები.

„შუა დერეფნის განვითარებაში ჩვენთან ერთად ჩართული მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების გეგმები და ჩვენი გეგმები დროში სრულიად თანხვედრაშია. ჩვენ ვავითარებთ ანაკლიის პორტს, ვავითარებთ პასუხისმგებლობით საქართველოს ეკონომიკისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში, იმ დროს, როცა საქართველოს შესაძლებლობები კიდევ უფრო განვითარდება და დერეფანში კიდევ უფრო მეტი ტვირთი გვექნება“, – აცხადებს ვიცე-პრემიერი.

რაც შეეხება ვადებს, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ნავსადგურის ოპერირების დაწყება უნდა მოხდეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის (კონცესიონერის) მიერ მშენებლობის დაწყებიდან 3 წლის ვადაში. მშენებლობის დაწყების ვადად განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვე. მინისტრის განცხადებით, ამ პერიოდში ყველა მოსამზადებელი სამუშაო დასრულებული იქნება და მშენებელი კომპანია იურიდიულად მზად იქნება სამუშაოების დასაწყებად.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

"ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით სამშენებლო ტენდერი უახლოეს რამდენიმე კვირაში გამოცხადდება" - დავითაშვილი

ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება, რომელსაც სახელმწიფო საწარმო „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ წარმართავს და შეირჩევა მშენებელი კომპანია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა პარლამენტში, სადაც ინტერპელაციის წესით ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებზე პასუხისას კითხვებს პასუხობს.

ლევან დავითაშვილი განცხადებით, ამჟამად დაქირავებული კონსულტანტი, ბელგიური საინჟინრო კომპანია HAEDES სატენდერო დოკუმენტაციაზე მუშაობას ასრულებს. ხელშეკრულების მიხედვით, მათ ეს სამუშაო რამდენიმე კვირის განმავლობაში უნდა დაასრულონ და მოხდება სამშენებლო ტენდერის გამოცხადება, რომელსაც სახელმწიფო საწარმო წარმართავს, შეირჩევა მშენებელი კომპანია.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, უკვე ჩატარდა ინტერვიუები რამდენიმე მნიშვნელოვან, წამყვან ევროპულ კომპანიასთან.

„ესენია დიდი ე.წ. სამეული თუ ოთხეული კომპანია, რომლებიც საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში არიან წამყვანი კომპანიები და ჩვენ გვაქვს უკვე წინასწარი მონაცემები იმისთვის, რომ სატენდერო პირობები დაზუსტდეს და მკაფიოდ ჩამოყალიბდეს. ასე რომ, უკვე უახლოეს ხანებში, სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში ტენდერი გვექნება გამოცხადებული. ჩვენი მოლოდინით, მიმდინარე წლის ბოლომდე შევძლებთ მშენებელი კომპანიის შერჩევას და სამშენებლო სამუშაოების დაწყებასაც“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება ფინანსებს, ვიცე-პრემიერის განცხადებით, 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებებში უკვე არის ასახული, მიმდინარე წელს 20 მილიონი ლარი ანაკლიის პორტის განვითარებისთვის. პროექტის ბიუჯეტთან დაკავშირებით ლევან დავითაშვილმა ასევე განმარტა, რომ პროექტი რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება და შესაბამისად, იმ ნაწილზე, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს, ბიუჯეტში იქნება მონაცემები წარმოდგენილი. საკონსულტაციო სამუშაოებისთვის დაფინანსება კი, მინისტრის ინფორმაციით, გათვალისწინებული იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტში, რაც ბიუჯეტის კანონთან შესაბამისობაშია.

„განახლებულია მათ შორის პროექტის წინასწარი ხარჯთაღრიცხვა. ამ შემთხვევაში ჩვენმა კომერციულმა საკონსულტაციო კომპანიამ MTBS-მა განაახლა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შემდგომში უკვე ტენდერის პირობებში მოხდება ამ რიცხვების შემცირება, რადგან კონკურსი იქნება და კონკურენციის პირობებში შეიძლება შემცირდეს. 589 მილიონი დოლარი, ეს არის პროექტის პირველი ფაზის ღირებულება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

"ანაკლიის პროექტის პირველი ფაზისთვის, პირველადად 589 მლნ დოლარია გათვალისწინებული" - ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პროექტის პირველი ფაზისთვის, პირველადად 589 მლნ დოლარია გათვალისწინებული.

ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილმა პარლამენტში განაცხადა, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ანაკლიის განვითარებისთვის ოცი მილიონი ლარია გამოყოფილი.

„2023 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში უკვე არის ასახული მიმდინარე წელს 20 მლნ ლარი ანაკლიის განვითარებისთვის. ასეც იყო მოსალოდნელი, რადგან, პროცედურის შესაბამისად, ჩვენ ვხედავდით, რომ ბოლო კვარტლამდე ეს ხარჯები გასაწევი არ გვექნებოდა და ბიუჯეტს ვგეგმავთ უფრო კონსერვატიულად. რაც შეეხება პროექტის ბიუჯეტს, პროექტი რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება, შესაბამისად, იმ ნაწილზე, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს, მონაცემები ბიუჯეტში იქნება წარმოდგენილი. საკონსულტაციო სამუშაოებისთვის გათვალისწინებული იყო დაფინანსება ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტში, ესეც შესაბამისობაშია ბიუჯეტის კანონთან. განახლებულია, მათ შორის, პროექტის წინასწარი ხარჯთაღრიცხვა. ჩვენმა კომერციულმა საკონსულტაციო კომპანიამ, MTBS-მა განაახლა და ტენდერის პირობებში მოხდება ამ რიცხვების ცვლილება. იმედი გვაქვს, შემცირდება, თუმცა პროექტის პირველი ფაზისთვის, პირველადად 589 მლნ დოლარია გათვალისწინებული“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრს აჰმედ ალ ხატიბს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საუდის არაბეთის სამეფოში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმებების შესრულების დინამიკა და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები დასახეს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორია და საუდის არაბეთის სამეფო სტრატეგიულ, მიმზიდველ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს საქართველოსთვის.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მდგრადი ტურიზმის პრინციპების, ინოვაციებისა და განათლების სფეროს განვითარების მიმართულებით საუდის არაბეთის სამეფოს ინიციატივები მისასალმებელია.

ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზიტორთა ელექტრონული ვიზის მინიჭების გამო მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ელექტრონული ვიზა ორ ქვეყანას შორის ტურისტების ნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განახლებადი ენერგიის, უძრავი ქონების, ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი საუდის არაბეთის სამეფოსთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით როგორც მრავალმხრივ, ასევე ორმხრივ დონეზე.

მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა - ხარვეზები ინფრასტრუქტურულ პროექტებში

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აჭარის ა/რ სამინისტროების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებით დაინტერესდა. აუდიტის ობიექტებად განისაზღვრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ოთხი სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მყოფი მხარჯავი დაწესებულებები.

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის ანგარიშსწორებას ახორციელებს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. საექსპერტო მომსახურებისთვის ექსპერტებზე გადახდილია ჯამში 70 662 ლარი. ექსპერტების მიერ სახელმწიფო აუდიტორებისთვის წარდგენილი ანგარიშებით ირკვევა, რომ ექსპერტებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები სრულად არ აქვთ ასახული დასკვნებში (ანგარიშებში), კერძოდ, სულ შესრულებული სამუშაოებიდან აზომილი აქვთ ხილული სამუშაოები, ხოლო ფარულ სამუშაოებზე ეყრდნობიან მშენებელი კომპანიისა და ტექნიკური ზედამხედველის მიერ დადასტურებულ ფარული სამუშაოების აქტებს.

„ანალოგიურად, ააიპ „ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს“ მიმწოდებელს სრულფასოვნად არ აქვს შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საავტორო ზედამხედველობა, მათ შორის, ფარული სამუშაოების დამოწმება, შეფასება და შედგენაში მონაწილეობა. აღნიშნულ პირობებში, სააგენტოს მიერ გადახდილია მომსახურების საფასური - 2 121 ლარი“.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, ქალაქ ბათუმში, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისათვის, 2021 წელს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა ოთხი პრეტენდენტი, გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ნიუ სითი დეველოფმენთი“.

„სატენდერო წინადადებისა და ხელშეკრულების პირობებით, საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 25 მაისი. სამინისტროს მიერ მიმწოდებელზე გადახდილია ჯერ ავანსი - 198 200 ლარი, ხოლო შემდგომში ეტაპობრივად, სრული სახელშეკრულებო ფასი - 991 200 ლარი. წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში ვერ განახორციელა პროექტის მიწოდება, რისთვისაც ექვემდებარებოდა 146 687 ლარის სანქციის დაკისრებას. თუმცა, მიწოდების ვადის გასვლის შემდეგ, 2022 წლის 12 დეკემბერს, მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება და სამინისტრომ გადაიხადა დარჩენილი სრული სახელშეკრულებო ღირებულება იმ მოტივით, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით აღძრავდა სარჩელს საერთო სასამართლოებში. შეთანხმებაში მითითებული პირობა/მოტივი საკონკურსო პირობებით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის“.

გარდა ამისა, აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების მიერ, ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობდა ერთი პრეტენდენტი, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება. სატენდერო დოკუმენტაციით, ელექტრონული ტენდერით განსაზღვრული სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად, პრეტენდენტს საბანკო ანგარიშზე უნდა ჰქონოდა ხელმისაწვდომი თავისუფალი ფინანსური რესურსი, არანაკლებ, 3 400 000 ლარის ოდენობით ან გახსნილი საკრედიტო ხაზი, რომლის ფარგლებშიც აუთვისებელი თანხის ნაშთი, არანაკლებ, 3 400 000 ლარი უნდა ყოფილიყო.

ვრცლად სტატია იხილეთ აქ.

ხარვეზები აჭარის სამინისტროების პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასებაში

აუდიტი, რომლითაც ამჯერად დავინტერესდით, 2022 წელს განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებს ეხება და როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ სერიოზული ფინანსური დარღვევებიც გამოვლინდა. აუდიტის ობიექტებად განისაზღვრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ოთხი სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მყოფი მხარჯავი დაწესებულებები.

აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, გზებზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებისათვის, 2021 წლის 12 ოქტომბერს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობდა 5 პრეტენდენტი. სატენდერო წინადადებით, პრეტენდენტის მიმართ არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, ხოლო მიმწოდებელს სამუშაოები უნდა დაესრულებინა 180 კალენდარულ დღეში.

„აუდიტის ჯგუფისთვის წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ სახელმწიფო შესყიდვების მომზადების ეტაპზე, უმცირესი ფასის მქონე პრეტენდენტზე - შპს „ზიმო 7“-ზე რეგისტრირებული იყო: 25%-იანი წილის მქონე დამფუძნებლის წილზე ყადაღა, ამავე დამფუძნებლის მთელ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და უშუალოდ პრეტენდენტის მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა. პრეტენდენტის წინაშე არსებულ რისკებზე შემსყიდველს არ უმსჯელია, აღიარა გამარჯვებულად და გაფორმებულია ხელშეკრულება 3 348 999 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე. 2021 წელს, მიმწოდებელს შესრულებული აქვს 139 496 ლარის სამუშაოები, ხოლო დარჩენილი სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2022 წელს, თუმცა შემსყიდველის მიერ, 2022 წლის 6 მაისის 32-ე ბრძანებით, მიმწოდებელთან ცალმხრივად, ნაწილობრივ შეწყვეტილია ხელშეკრულება იმ მოტივით, რომ მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირებულია საჯარო სამართლებრივი შეზღუდვები-აკრძალვები, ასევე, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, შედეგად, ინფრასტრუქტურული ღონისძიება 2022 წელს ვერ განხორციელდა“.

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ სსიპ „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს“ მიერ, პეტრას ციხის ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერში მონაწილეობდა სამი პრეტენდენტი. დაბალი ფასის მქონე ორი პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია სატენდერო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის გამო, ხოლო მესამე პრეტენდენტთან გაფორმებულია ხელშეკრულება - 42 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე, რომელიც 2022 წლის 15 მაისამდე უნდა დასრულებულიყო. წარდგენილი დოკუმენტებით, ხელშეკრულების მიმდინარეობის ეტაპზე, მიმწოდებელს სამუშაოები არ განუხორციელებია. ამასთან, მხარეთა შეთანხმებით, პირველად გაგრძელდა სამუშაოს შესრულების ვადა 2022 წლის 10 ივნისამდე, ხოლო შემდეგ, 23 ივნისს ხელშეკრულება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ მიმდინარე ეტაპისთვის დამატებითი შესწავლის გარეშე, შეუძლებელია სამუშაოების დაწყება...

ვრცლად სტატია იხილეთ აქ.

ხარვეზები აჭარის სამინისტროების სახელმწიფო შესყიდვებში

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აჭარის ა/რ სამინისტროების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებით დაინტერესდა.

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი მხარჯავი დაწესებულებების მიერ, ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის დროს, რიგ შემთხვევებში, ბაზარი სათანადოდ არ გამოუკვლევიათ;  რიგ შემთხვევებში, შესყიდვის სავარაუდო ფასი განსაზღვრულია გასულ წელს მსგავსი მომსახურების შესყიდვის ფასის შესაბამისად, თუმცა შესყიდვის ვადის გათვალისწინებით, აღნიშნული კვლევა არავალიდურია.

„შედეგად, 2022 წელს, 418 შემდგარი ტენდერიდან, 75 შემთხვევაში ფიქსირდება 20%-იანი და მეტი ფასის შემცირება. შემსყიდველების მიერ სამუშაოს/მომსახურების სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 62 752 377 ლარით, შესყიდვის პროცედურების შედეგად, პრეტენდენტების მიერ სავარაუდო ღირებულება შემცირდა 13 450 150 ლარით და შეადგინა 49 302 226 ლარი, მათ შორის, დიდი ოდენობით შემცირებულია: საჯარო სკოლების რეაბილიტაციის სამუშაოებზე ექსპერტიზის დასკვნის/ინსპექტირების ფასი − 68%-ით; ინტერნეტ-მომსახურების შესყიდვის ფასი − 64 %-ით; საავტომობილო გზებზე ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის ფასი − 41%-ით“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის დროს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ, რიგ შემთხვევებში, ბაზრის კვლევა სათანადოდ არ ჩატარებულა. ამის გამო, ტენდერებზე შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება 13 450 150 ლარით შემცირდა.

ვრცლად სტატია იხილეთ აქ.

დღეს პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუსმენენ

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს. მინისტრთან ოპოზიციის კითხვები ანაკლიის პორტს შეეხება.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პორტთან დაკავშირებული საკითხებისა და მიმდინარე ტენდერის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოსმენა სურთ. უმრავლესობაში კი მოლოდინი აქვთ, რომ დღევანდელს მოსმენას მათი ოპონენტები მორიგი სპეკულაციისა და არეულობისთვის გამოიყენებენ.

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 22 სექტემბერს - ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 22 სექტემბერს - ეროვნული ბანკის განახლებული მონაცემებით:

  • 1 აშშ დოლარი  - 2.6879;
  • 1 ევრო - 2.8637;
  • 1 ფუნტი - 3.3067
  • 1 ლირა კი 0.0995 ლარი ეღირება.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6750 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6750 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6750 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6412 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0338 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8631 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8271 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0360 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

MegaNews

Surround yourself with angels. In life there will be road blocks but we will over come it. You see that bamboo behind me though, you see that bamboo? Ain’t nothin’ like bamboo. Bless up. They never said winning was easy. Some people can’t handle success, I can. You do know, you do know that they don’t want you to have lunch. I’m keeping it real with you, so what you going do is have lunch. You see that bamboo?