... ... უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 49 ადამიანი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 49 ადამიანი დაიბრუნა

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Telegram არხზე წერს, რომ უკრაინამ სამშობლოში 49 მოქალაქე დააბრუნა. რუსეთს სანაცვლოდ 49 სამხედრო გადაეცა, რომელთა უმეტესობა კურსკის ოლქში ტყვედ აყვანილი წვევამდელები იყვნენ, წერს "Хочу жить". ეს ინფორმაცია რუსულ მხარეს ჯერ არ დაუდასტურებია.

ზელენსკის თქმით, უკრაინაში დაბრუნდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, ეროვნული პოლიციის, სასაზღვრო სამსახურის სამხედრო პერსონალი, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები.

ამ უკანასკნელთა შორის არიან ლენია უმეროვა, წარმოშობით ყირიმელი მოქალაქე, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით წინასწარი დაკავების იზოლატორში 2023 წლის გაზაფხულიდან იმყოფებოდა. ის დააკავეს, როცა მძიმედ დაავადებული მამის სანახავად ოკუპირებულ ყირიმში წასვლას ცდილობდა.

"ჩვენ ასევე მოვახერხეთ აზოვსტალის კიდევ რამდენიმე მცველის გათავისუფლება. უკრაინის გმირი, სამხედრო მედიკოსი ვიქტორ ივჩუკიც სახლშია", - წერს ზელენსკი.