... ... ძლიერი ნალექი ევროპაში - ავსტრია, ჩეხეთი, პოლონეთი და გერმანია წყალდიდობის საფრთხის ქვეშ არის

ძლიერი ნალექი ევროპაში - ავსტრია, ჩეხეთი, პოლონეთი და გერმანია წყალდიდობის საფრთხის ქვეშ არის

ევროპა წყალდიდობის საფრთხის ქვეშ არის - BBC-ის ინფორმაციით, ძლიერი ნალექის გამო   სტიქია შესაძლოა შეეხოს ავსტრიას, ჩეხეთს, პოლონეთსა და გერმანიას. ავსტრიაში ქვიშის ტომრებს უკვე ამზადებენ, ჩეხეთში კი წყლის რეზერვუარები დაცალეს.

ძლიერ ქარს ელოდებიან ავსტრიის დედაქალაქშიც. გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიასთან გასამკლავებელ სამუშაოებში 1000-მდე ჯარისკაცი იქნება ჩართული.