... ... უკრაინა კურსკის რეგიონში გზებსა და ხიდებს ანადგურებს

უკრაინა კურსკის რეგიონში გზებსა და ხიდებს ანადგურებს

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინა კურსკის ოლქში გზებსა და ხიდებს ანადგურებს. დაზვერვა შესაბამის ფოტომასალას სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. 

დაზვერვის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ლოჯისტიკის შეფერხებას აპირებს.

დაზვერვის მიერ გავრცელებული ფოტომასალით ირკვევა, რომ უკრაინამ მდინარე სეიმზე გზები და ხიდები განადგურა.