... ... აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ადამიანმა უნდა აირჩიოს ორი ბოროტებიდან ნაკლები - რომის პაპი

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ადამიანმა უნდა აირჩიოს ორი ბოროტებიდან ნაკლები - რომის პაპი

 რომის პაპის სკანდალური განცხადება - პაპმა ფრანცისკემ ამერიკელ ხალხს უთხრა, რომ არჩევანი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ორ ბოროტებას შორის აქვთ გასაკეთებელი. 

„ორივე ეწინააღმდეგება სიცოცხლეს, ის, ვინც აძევებს მიგრანტებს და ის, ვინც კლავს ბავშვებს" - განაცხადა კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა დონად ტრამპისა და კამალა ჰარისისს მისამართით 

„ორივე ეწინააღმდეგება სიცოცხლეს, ის, ვინც აძევებს მიგრანტებს და ის, ვინც კლავს ბავშვებს. ადამიანმა უნდა აირჩიოს ორი ბოროტებიდან ნაკლები. ვინ არის ორ ბოროტებას შორის უმცირესი? ეს ქალბატონი თუ ეს ბატონი? არ ვიცი. ყველამ, ვისაც სინდისი აქვს, უნდა იფიქროს ამაზე და გააკეთოს ეს. მიგრანტების გაგზავნა, მათი დატოვება, სადაც გინდა, მიტოვება, ეს რაღაც საშინელებაა, ბოროტებაა. დედის მუცლიდან ბავშვის გამოყვანა, მკვლელობაა, რადგან სიცოცხლეა. ამ საკითხებზე გარკვევით უნდა ვისაუბროთ“, – განაცხადა რომის პაპმა