... ... hotnews.ge - შორტი, რომელიც მუჰამედ ალის ჯო ფრეიზერის წინააღმდეგ მატჩში ეცვა, აუქციონზე გაიყიდება

შორტი, რომელიც მუჰამედ ალის ჯო ფრეიზერის წინააღმდეგ მატჩში ეცვა, აუქციონზე გაიყიდება

შორტი, რომელიც „კრივის მეფეს“, მუჰამედ ალის ჯო ფრეიზერის წინააღმდეგ ლეგენდარული ბრძოლის დროს ეცვა, აუქციონზე გაიყიდება. Sotheby's-ის ინფორმაციით, ლოტის სავარაუდო ღირებუელბა 4-6 მილიონი დოლარია, აუქციონი კი 12 აპრილს გაიმართება.

ბრძოლა, რომელსაც „თრილერი მანილაში“ უწოდეს, ფილიპინების დედაქალაქში 1975 წლის 1 ოქტომბერს შედგა. ეს ალისა და ფრეიზერის სამმატჩიანი დაპირისპირების კულმინაციად იქცა და მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლად მიიჩნევა.

ფრეიზერისა და ალის ბრძოლა თითქმის 14 რაუნდს გაგრძელდა, რის შემდეგაც ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება მუჰამედ ალიმ მოიპოვა.

YOU MAY LIKE