... ... გახარია ხაზარაძესთან მოლაპარაკებებისთვის 3 პირობას ასახელებს

გახარია ხაზარაძესთან მოლაპარაკებებისთვის 3 პირობას ასახელებს

პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია კოალიცია „ძლიერ საქართველოსთან” გაერთიანებაზე მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა 3 წინაპირობას ასახელებს:

„საჯაროდ ვაცხადებთ ჩვენს მზაობას შემდეგი პრინციპებით: პირველი – ნეიტრალური პლატფორმა და ვთვლით, რომ ეს არის სამართლიანი, უსაფრთხო ყველასთვის. მეორე – გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი, პარიტეტული პრინციპი და მესამე – კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც „ქართულ ოცნებასთან”, ასევე, „ნაციონალურ მოძრაობასთან”

მე ეს მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა მაშინვე, როგორც კი ვერ მოხერხდა ნეიტრალურ პლატფორმაზე შეთანხმება. ჩემი მხრიდან ამ საკითხის დათმობამ მეორე მხარის სიხარბე წაახალისა, რამაც პროცესი საბოლოო შეიყვანა ჩიხში. გუშინ დაწყებულმა შავმა პიარმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მიზანი გახდა არა სამართლიანი შეთანხმების მიღწევა, არამედ ის, თუ ვის დაჰბრალდებოდა შეთანხმების ჩაშლა.

დიახ, მე წერტილი დავსვი მე, იმიტომ, რომ მიზანი გადამერჩინა, ჩვენი ორი გუნდის სამომავლო შესაძლო სამართლიანი, ეფექტური, თანამშრომლობის პერსპექტივა, როგორც მთავარი ინსტრუმენტის ქვეყანაში პოლარიზაციის და ორპოლუსიანობის დაძლევის წერტილი დავსვი იმიტომ, რომ მოლაპარაკებების დაწყების მზიანი შევიდა ჩიხი, თავდაპირველი დაიკარგა სიხარბეში”, – განაცხადა გახარიამ.